თბილისი (GBC) - კრედოს ROE გაეზარდა. 1 ივნისის მდგომარეობით ბანკის უკუგება კაპიტალზე 19,25%-ია  (01.06.2024 - 11,62%).

კაპიტალზე >15%-იანი მომგებიანობა აქციონერებისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა. ეს ერთგვარი კმაყოფილების ინდექსია. ინვესტორს ყოველ 1000 ლარის კაპიტალზე 200 ლარამდე უკუგება აქვს.

 

საწესდებო კაპიტალის >1% წილის მფლობელი აქციონერები

Access Credo GmbH (Germany)

50,58%

Gojo & C0mpant Inc.

16,80%

Societe de Promotion et de Participation pour la Cooperation Economique (Proparco)

14,79%

Triodos Custody B.V., Triodos Fair Share Fund (Netherlands)

8,32%

Triodos SICAV II, Triodos Microfinance Fund (Luxembourg)

8,32%

 

Gojo & Company-ის დამფუძნებელი ტაეჯუნ შინი რეგულატორს ამ გაზაფხულს სტუმრობდა. ის ლარის 30 წლის იუბილეზე ჩამოვიდა.

როგორც გახსოვთ ჰოლდინგი ბანკის 17%-მდე წილში 2024-ის მიწურულს შევიდა. სადებიუტო იაპონურ  ინვესტიციაზე პრეს რელიზიც მარეგულირებელმა გაავრცელა.

იაპონურ ჰოლდინგს ბანკის პორტფელის ზრდის აქტიურ მხარდაჭერაზე აქვს გაცხადებული

სესხებიდან კრედოს შემოსავლის წლიური ზრდა 30%-მდეა. პორტფელი, ივნისის მდგომარეობით 2.7 მლრდ -მდა გაზრდილი (01.06.2024 – 2.2 მლრდ, +23%Y.Y).

 

 01.06.2025

 01.06 2024

აქტივები

 3 285 293 000

2 658 691 000

სესხები

2 726 730 000

2 200 828 000

დეპოზიტები 

1 296 442 000

   961 843 000

მ.შ. საცალო

   895 728 000

   702 892 000

წმინდა მოგება(ზარალი)

     31 633 000

   15 212 000

ROE

     19,25%

  11,62%

წყარო: ომერციული ბანკი  /ანგარიშგება /BRG/