თბილისი (GBC) - გადავდექი, რატომ მიგვატოვეო. წავედი, როდის დაბრუნდები, ძალიან მოგვენატრეო, - გახარიამ წულუკიანს ჰკითხა, ივანიშვილი ხომ არ ეჭვიანობს, ყოფილი თანაგუნდელისადმი მისი ხალხის ასეთი დიდი სიყვარულისთვის.   

გახარიამ თეა კომისიას უთხრა, რომ ჩამოვა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის. მიაჩნია, რომ ოცნება რევოლუციით კი არა, არჩევნების გზით უნდა დაემხოს.

"ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისოს" შემოქმედებმა მას "მატყუარა", "ბანძი" და "მშიშარა" უწოდეს. ოცნების ქეთელაურმა კი გააფრთხილა, რომ აღარ გაიცინოს (ნუ იკრიჭებიო).

გახარიამ კომისიას უთხრა, რომ ევროპაში კი არ გაქცეულა, საპასუხისმგებლო მისიით არის გაფრენილი (უკან დასაბრუნებელ ბილეთი აქვს). მუშაობს თავისი პარტიის ერთიან სოციალურ დემოკრატიულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. შეხვედრებს მართავს ევროლიდერებთან, რომ დაარწმუნოს, რამდენად იმსახურებს ქართველი ხალხი ევროპის ერთიანი ოჯახის წევრობას.