თბილისი (GBC) - მიკოსაფინანსოების (მისო) საკრედიტო პორტფელის 78% კვლავ სალომბარდე სესხებზე მოდის.
სექტორის გაცემული მთლიანი სესხების რაოდენობაში კი ლომბარდების წილი 92% -ია. შესაბამისად მხოლოდ 8% ნაწილდება, სამომხმარებლო და მიკროდაკრედიტებაზე.
ამ დროისთვის ბაზარზე 29 მისო რჩება, 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელით, რომლის 45% -ზე მეტი ქვეყნის მთავარ ლომბარდზე "რიკოზე" მოდის.
მისოების ნაწილს, რომელიც რეალურ ბიზნესს აფინანსებს, TOP - 6 -ში, ლომბარდებთან დაჯგუფება უპრიანად არ მიაჩნია, მაგრამ ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა და მედიაც მიყვება.
თუმცა დავურთავთ განმარტებას, რომ მ/ო სვის კაპიტალს (სკაპი) და მ/ო ლაზიკა კაპიტალს სხვა ამბიცია და შესაბამისად "ლომბარდ მისოებისგან" განსხვავებული ბიზნეს მოდელი აქვს. გეგმაზომიერად მიყვებიან არჩეულ გეზს, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად.
შიდა, ძირითადად რეგულაციებს ეხება და ადაპტაცია განვითარების პროცესს ანელებს. თუმცა ბაზრის მონაწილეების ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აჩქარებისთვის, რეგულირების გარეშე საქმიანობა ჯობს.
გარე, გეოპოლიტიკური რისკების შესაბამისად, კოვენანტების გუნება-განწყობილების ცვლილებას უკავშირდება, ქვეყნის შიგნიდან ინსპირირებული იქნება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ. როცა ინვესტორს, ფონდს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, სხვადასხვა დონორს, თავსატეხი უჩნდება, დააფინანსოს საკრედიტო ორგანიზაცია თუ გარკვეული პერიოდით დააპაუზოს.
გაზრდილი რისკი ნიშნავს დაპაუზებას, დაპაუზება კი საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის შეფერხებას. შესაბამისად დაკრედიტების ბაზარზე სუბიექტის პასიურობას და ნაკლებ ფულს აგრო, ტურისტულ, გადამამუშავებელ, მომსახურების და სხვა სამეწარემო თუ სერვისის მიმწოდებელ სექტორში.
|
TOP-6 მ/ო სესხებით |
Q1.2026 ₾ |
2025 ₾ |
|
რიკო |
****** |
865 026 600 |
|
სვის კაპიტალი |
313 000 000 |
295 135 250 |
|
ლიდერ კრედიტი |
217 300 000 |
201 765 740 |
|
ევრო კრედიტი |
97 008 000 |
92 043 082 |
|
ლაზიკა კაპიტალი |
69 800 000 |
66 717 707 |
|
კრედიტსერვის+ |
69 099 000 |
64 *580 130 |
****** მონაცემი ზუსტდება, ორშაბათამდე.