თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, გაცემულ სესხებზე 2.7-ჯერ ნაკლებია მათი აქტივები. ბაზარზე წარმოდგენილი 170  სგს-ს ჯამური აქტივები 620 მლნ ლარია. მთლიანი კაპიტალი კი 243 მლნ ლარი.

საკომისიოებიდან ლომბარდების (იგივე სგს-ები) შემოსავლები 7 ჯერ  აღემატება ხარჯებს. 01.01.2024-ისთვის სექტორს 7.5 მლნ-ის შემოსავალი აქვს მიღებული და 1.5 მლნ ლარის ხარჯი გაწეული. 

პორტფელი მიკროსაფინანსოების დაბანდებას უტოლდება.  01.01.2024-ის მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტებს 1.6 მლრდ ლარის სესხები აქვს გაცემული და 54 მლნ ლარი წმინდა მოგება მიღებული.

სებ-ის სტატისტიკით, გაცემულ სესხებზე 2.7-ჯერ ნაკლებია მათი აქტივები. ბაზარზე წარმოდგენილი 170  სგს-ს ჯამური აქტივები 620 მლნ ლარია. მთლიანი კაპიტალი კი 243 მლნ ლარი.

1.5 მლრდ ლარის 900 000 სესხი ფიზიკურ პირებზეა გაცემული, 70 მლნ ლარის პორტფელი (630 სესხი) მოდის  იურიდიულ პირების დაკრედიტებაზე.

სგს, ისევე როგორც მისო, საკრედიტო რესურსს ძირითადად ბანკებიდან იზიდავს. 01.01.2024-ის მდგომარეობით, ბანკებიდან ნასესხებზე მთლიანი მოზიდული სახსრების (366 მლნ) 58% მოდის.

სგს სექტორი პერსონალის ხარჯის ნახევარზე მეტს მხოლოდ სანქცირებული მსესხებლის გადახდილი თანხებით ისტუმრებს. ჯარიმა-საურავებიდან 2023 წელს სექტორს 32 მილიონ ლარზე მეტი შეუვიდა. პერსონალისთვის გაწეული ხარჯი კი 52 მლნ ლარია.

სგს-ებში 2 450 თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა სესხის ამოღებაზე დამატებითი სამუშაო ძალაც არის ჩართული, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე.

საფინანსო ბაზარზე სგს-ების წილი  0.8%-მდეა.