თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (მ/ო) ლომბარდიდან შემოსავალი გაეზარდა. 01.01.2024-ის მონაცემებით, მ/ო ბაზრის საპროცენტო შემოსავლები 433 მლნ ლარია და აქედან ₾177 მლნ-მდე მოდის ამონაგებზე, სალომბარდე სესხებიდან. წინა კვარტალის მდგომარეობით, 200 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი იყო და მ.შ. 100 მლნ-მდე ლომბარდიდან.
მისოების დაბანდებაში კორპორატიული სესხების წილი კვლავ მცირეა.წინაპერიოდთან შედარებით შემცირებულია. ოქტომბრის მდგომაეროპებით თუ 1 200 სესხი იყო გაცემული. 01.01.2024-ისთვის, სულ 1 000 ერთეული სესხია, 25.6 მლნ ლარის მოცულობით.
თუმცა საცალო პორტფელშიც არის კრედიტები სამეწარმეო მიზნობრიობით. ასევე მეწარმე ფიზიკური პირების სესხები, რომლის დაფინანსების წყარო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალია.
მ/ო-ს კლიენტებს შორის, ლომბარდით მოსარგებლე ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელია. 01.01.2024-ისთვის 833 მლნ ლარის, 645 700 სესხია გაცემული. მისოების მთლიანი პორტფელის (₾1.7 მლრდ) თითქმის ნახევარი.
მიკროსაფინანსო ბაზარზე სებ-ში რეგისტრირებული 34 სუბიექტია, მათ შორის ორს, კრისტალს და MBC-ის მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი აქვს სებ-ში წარდგენილი.
მისოები ლომბარდიდან შემოსავლებით ( ₾)
01.01.2024 (₾ | 01.10.2023 | |||||
რიკო | ₾ | 87 591 433 | 67,4 | |||
ლიდერ კრედიტი | ₾ | 14,985,188 | 11.1 | |||
სვის კაპიტალი | ₾ | 7.269.000 | 5.4 | |||
კრისტალი | ₾ | 4,736,820 | 3.7 | |||
MBC | ₾ | 2 672 | 0.002 | |||
ლაზიკა კაპიტალი | ₾ | (მლნ ₾) | ||||
კრედიტსერვისი+ | ₾ | * | ||||
ქართული კრედიტი | ₾ | * | ||||
ინტელექსპრესი | ₾ |
წყარო: სებ-ი
(ბიზნესპარტნიორი)