თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 26–30 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი, მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასმა იკლო (-4.18%-ით).
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 80.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.96% წინა კვირასთან შედარებით და +4.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.50 - 80.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.11% წინა კვირასთან შედარებით და -4.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 351 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.65 - 43.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.78% წინა კვირასთან შედარებით და +7.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 259 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.10 - 26.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.