თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 7–11 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები პლუსშია როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით. კვირის ჭრილში ყველაზე მაღალი ზრდა თიბისი ბანკის ჯგუფმა აჩვენა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 71.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.93% წინა კვირასთან შედარებით და +5.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 192 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 69.70 - 72.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 49.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.30% წინა კვირასთან შედარებით და +8.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 334 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.95 - 49.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 20.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.25% წინა კვირასთან შედარებით და +8.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 274 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.00 - 20.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.