თბილისი (GBC) - "ემბისიმ" European Fund for Southeast Europe (EFSE)-სგან (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) ქალი მეწარმეების და ფერმერების მხარდასაჭერად 7 მილიონი ლარის სესხი მიიღო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ რესურსს ძირითადად  მეწარმე ქალების დაფინანსებაზე მ,იმართავს.

"მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ საინვესტიციო ფონდთან, როგორიცაა EFSE-ია. მიღებული ფინანსური რესურსი მოხმარდება საქართველოში, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების და ფერმერების გაძლიერებას. მიღებული ინვესტიცია დაეხმარება კომპანიას მნიშვნელოვნად გაზარდოს საქმიანობის მასშტაბი და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში" - განაცხადა მისოს ფინანსუირმა დირექტორმა თათია ჯაჯანაშვილმა.

ემბსის ინფორმაციით, EFSE მიზნად ისახავს, მიკრო და მცირე საწარმოების წარმატებაში ინვესტიციების, კერძო პირებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზით, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში.