თბილისი (GBC) - მისო სექტორს შემოსავალი გაეზარდა. Q1/2025-ის მდგომარეობით, 29 მისოს მთლიანი საპროცენტო შემოსავლები -₾ 94 მლნ ლარია, რომლის 62% ლომბარდიდან ამონაგებზე მოდის.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლები სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამ კვირაში ზედამხედველებთან და ბაზრის წარმომადგენლებთან ერთად მიმოიხილა.
მათ ნინო ჯელაძემ საზედამხედველო მოთხოვნების (მ.შ. კაპიტალის) დამატებაზე უთხრა. როგორც იცით, მისოებისთვის სასესხო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა (16.05.2025-დან). რეგულატორმა ბაზრის მონაწილეებს საკანონმდებლო ინიციატივაზე ესაუბრა. ასევე კორპორაციული მართვის და საოპერაციო რისკების რეგულირების წესში დაგეგმილ ცვლილებაზე.
ნინო ჯელაძის თქმით, მ/ორგანიზაციებში უნდა დაინერგოს ჯანსაღი კორპორაციული კულტურა, რაც მისი თქმით, კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ინვესტორებთან ნდობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
Q1/2025-ისთვის ბაზარზე 29 მისო 1.5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის (791 481 სესხი) საცალო პორტფელით არის წარმოდგენილი, სადაც 1.2 მლრდ ლარამდე მოცულობის 730 000 -მდე კრედიტი სალომბარდეა. კონცენტრაციის გაზრდა ბაზრიდან MBC-ის და "კრისტალის" გასვლას უკავშირდება. ამასთან "კრისტალი" ბაზრის ლიდერი იყო. მისი მ/ო-დან გასვლით, შესაბამისად პორტფელის საბანკო სექტორში ინტეგრაციით, ბაზარს ბიზნესდაკრედიტებიდან შემოსავალი მოაკლდა. რადგან სექტორში დარჩენილი მე-2 მსხვილი მოთამაშე - „რიკო“ ლომბარდია.
მ/ო-ს ბანკად ტრანსფორმაციის მთავარი საზედამხედველო მოთხოვნა პორტფელში რეალური ბიზნესის დაკრედიტების წილი (70%) იყო, რომლის დაკმაყოფილებითაც შეძლეს "კრისტალმა" და MBC -იმ საბანკო ლიცენზიის მიღება.
ამ დროისთვის მიკროსაფინანსო ბაზარზე კიდევ ერთი ბანკის პრეტენდენტია, ლაზიკა კაპიტალი, რომელიც ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მონაწილეობს. ბიზნესპროექტებს აფინანსებს და სალომბარდე სესხს საერთოდ არ გასცემს.
Q1/2025-ის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ბაზარი, 1.8 მლრდ ლარის აქტივებით, 29 მისოს, 373 ფილილით არის წარმოდგენილი.
მომსახურების ყველაზე მეტი ცენტრით ოპერირებს „რიკო“ (68), კრედიტსერვისი + (50), ლიდერკრედიტი (48) და სვის კაპიტალი (35).
|
აქტივები |
ფილიალი |
|
|
რიკო |
718.2 |
68 |
|
სვის კაპიტალი |
262.3 |
35 |
|
ლიდერ კრედიტი |
202.2 |
48 |
|
სმარტ ფინანსი |
87.4 |
12 |
|
ლაზიკა კაპიტალი |
74.7 |
19 |
|
ევროკრედიტი |
70.4 |
21 |
|
ინტელ ექსპრესი |
61.2 |
22 |
|
კრედიტსერვის+ |
57.7 |
50 |
|
ქართული კრედიტი |
16.2 |
08 |
|
წყარო: BRG |
მლნ ₾ |
|
მ/ო სექტორის კვარტალური (Q1/2025) წმინდა მოგება 29.06 მლნ ლარია.
|
TOP-5 მ/ო წმ/მოგებით |
Q1/2025 ₾ |
|
რიკო |
11 596 953 |
|
ევრო |
2.838.415 |
|
ლიდერ კრედიტი |
2.007.000 |
|
კრედიტსერვის+ |
1 072 621 |
|
ინტელექსპრესი |
1 046 350 |
TOP-9 მ/ო სალომბარდე და მთლიანი საპროცენტო შემოსავლებით:
|
მლნ ₾ |
მლნ ₾ |
|
|
ლაზიკა კაპიტალი |
-0-** |
3.6** |
|
რიკო ექსპრესი |
29.06 |
33.9 |
|
კრისტალი |
85.3 |
85.3 |
|
სვის კაპიტალი |
**** |
**** |
|
ლიდერ კრედიტი |
8.5 |
10.2 |
|
ევრო კრედიტი |
6.6 |
7.4 |
|
კრედიტსერვის+ |
2.7 |
3.6 |
|
ინტელ ექსპრესი |
0.9 |
1.5 |
|
ქართ.კრედიტი |
0.012 |
0.9 |
|
წყარო: |
BRG |
|
** მისო, რომელიც ბიზნესპროექტებს აფინანსებს და მიკრობანკობის პრედენდენტია.
**** მრავალპროფილური მისო განახლების პროცესშია და Q1/2025-ის ანგარიში 18/05-მდე მიუწვდომელია.
