თბილისი (GBC) - Moody's Ratings-მა სს საქართველოს ბანკის და სს თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების Ba2 რეიტინგი, ასევე სს ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების Ba3 რეიტინგი დაადასტურა, პერსპექტივა კი  უარყოფითიდან სტაბილურამდე გაზარდა. 

Moody's-მა ასევე გააუმჯობესა საბაზისო საკრედიტო შეფასება (BCA) და დააკორექტირა BCA საქართველოს ბანკისთვის და თიბისი ბანკისთვის ba3-დან ba2-მდე, გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის რეიტინგი (CRR) აღნიშნული ორი ბანკისთვის Ba2-დან Ba1-მდე და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (CR შეფასებები) კი Ba1(cr)-მდე Ba2(cr)-დან.

სააგენტომ ასევე დაადასტურა Liberty Bank-ის BCA და B1-ის კორექტირებული BCA, Ba2(cr)-ის გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის შეფასება (Counterparty Risk Assessment) და Ba2-ის გრძელვადიანი CRR. Moody's-მა ასევე დაადასტურა თიბისი ბანკის არაუზრუნველყოფილი რეიტინგი Ba2-ზე და შეცვალა პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე.

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, BCA-ს განახლება და რეიტინგის დადასტურება ასახავს ქართული ბანკების მდგრადობას ეკონომიკური ციკლის განმავლობაში, მომგებიანობის მუდმივ გაუმჯობესებას და კაპიტალის უფრო მაღალ დონეებს, რაც აქტივების მაღალ რისკებს აბალანსებს, რომლებიც ბანკების მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ საბაზრო სახსრებზე დამოკიდებულებას აუმჯობესებს.

არაუზრუნველყოფილი და გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგების სტაბილური პერსპექტივა ასახავს სააგენტოს მოლოდინს, რომ სამივე ბანკი ძლიერი მომგებიანობით ისარგებლებს, რომელიც განაგრძობს კაპიტალიზაციის მხარდაჭერას კარგი ლიკვიდობის შენარჩუნებისას. ასევე პერსპექტივა Moody's-ის შეფასებებს ასახავს, რომლითაც საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა და  და მისი პერსპექტივა 2024 წლის 26 მარტს უარყოფითიდან სტაბილურამდე გაზარდა.