თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის ინფორმაციით, NEW GROUP- თან პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი შენდება, უნივერსიტეტის ქუჩაზე.
პროექტის ჯამური ღირებულება 52 მილიონია, მ.შ. 43 მილიონი BOG-ის დაფინანსებაა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე, 4,800 მ²-ზე კომპლექსი (სამშენებლო ფართობი შეადგენს 45,000მ²), რომლის მშენებლობა 2026-ის მარტში დასრულდება, 169 ბინას აერთიანებს. მ.შ. 8,000 მ² საოფისე და კომერციულ ფართებს 800 მ² პ-ზე.
ასევე, მოეწყობა გამწვანებული და კეთილმოწყობილი გარე მოსასვენებელი, საბავშვო სივრცეები და ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.
საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„დეველოპერული კომპანია NEW GROUP საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლების ინტერესები გავითვალისწინოთ და მათ სრული კომფორტი შევთავაზოთ. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. საუკეთესო გეგმარებისა და მაღალი ხარისხის მშენებლობასთან ერთად, NEW GROUP-ის ყველა პროექტი ეკომეგობრული კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო უსაფრთხოებით გამოირჩევა, ის ენერგოეფექტურ ბინებს აერთიანებს, რაც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი პროექტი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. კომპანიას ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებისგან ხარისხი, მოქნილი პირობები და კონკურენტული ფასები გამოარჩევს. მომხმარებლებს მათზე მორგებულ, მოქნილ გადახდის გრაფიკსა და შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, პირველადი შენატანიც საკმაოდ მინიმალურია. ჩვენ წლებია საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს განსაკუთრებულ პირობები შევთავაზოთ“ - განაცხადა New Group - ის წარმომადგენელმა ლაშა ბაგრატიონმა.
„საქართველოს ბანკის მთავარ პრიორიტეტი ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევაა. მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერები ვართ და აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ბანკის პორტფელში. გვიხარია, რომ ბანკის და NEW GROUP - ის თანამშრომლობით, თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი შეემატება. კომპანიას ნევრი მასშტაბური პროექტიაქვს განხორციელებული და მოხარულები ვართ, რომ ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. ", - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.