თბილისი (GBC) - ქართუს ივლისში მოგება გაეზარდა, 3.5 მლნ ლარით  და  7 თვეს 23 მლნ -ზე მეტი წმინდა მოგებით ასრულებს. წლიურად მილიონამდე ზრდა აქვს  (01.08.2024 – 22.159 მლნ +4%Y.Y)

ივანიშვილების ბანკის  სასესხო პორტფელი 1 აგვისტოს მდგომარეობით (01.08.2025) მილიარდს აღემატება და 60% -მდე - 612 მლნ  ლარის ეკვივალენტი (დოლარსა და ევროში გაცემული.

დეპოზიტებში კი სავალუტო ანაბრების წილი 81.5% -ზე მეტია (1.003 მლრდ  ლარის)  . დეპოზიტების პორტფელი 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშებია. დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი (80%) აქვს ვადიან ანაბრებსაც.

 

 

       01.08.2025

01.08.2024

მთლიანი აქტივები

    1 811 423 000

1 780 900 000

მთლიანი სასესხო პორტფელი

    1 072 077 500 

   977 077 000 

კლიენტების დეპოზიტები

    1 230 617 000

 1 200 000 000

o   მიმდინარე

       

 

o   მოთხოვნამდე

         

 

o   ვადიანი

       

 

 

    

 

სააქციო კაპიტალი

         469 884 333

   433 259 000

მიმდ. წლის მოგება (ზარალი)

           23 049 408

     22 158 680 

წყარო: კომერციული ბანკი 

ბანკის   მფლობელი კვლავ საქველმოქმედო ფონდი ქართუა, თუმცა  ფონდში მისი ვაჟის  უტა ივანიშვილის 100%-იანი წილი 35%-მდეა შემცირებული. 5%-მდე მოწილეების გასაჯაროება ბანკს საზედამხედველო ნორმით არ მოეთხოვება, შესაბამისად ბენეფიციარი აქციონერების  ვინაობა, ვიზეც 65% გადანაწილდა, არ მჟღავნდება. რეესტრში ოფშორები ჯერ არ შეცვლილა.

 

საწესდებო კაპიტალის 1% წილის მფლობელი აქციონერების წილის მიხედვით

ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"                                                    

100,00%

 

 

≥5% აქციების მფლობელი (პირდაპირ, არაპირდაპირ) ბენეფიციარები წილის მიხედვით

უტა ივანიშვილი

35,00%

 წყარო

 NBG & BRG