თბილისი (GBC) -"ქართუს" დეპოზიტების პორტფელი გაეზარდა. მატება ძირითადად მიმდინარე ანგარიშების ზრდის ხარჯზეა და მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) 750 მლნ ლარამდეა.
მთლიანი დეპოზიტები (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი) 1.2 მლრდ ლარს შეადგენს და 70% - ₾ 844 მლნ იურიდიული პირების ანაბრებზე მოდის.
ბანკი ერთადერთია ბაზარზე მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალით წარმოდგენილი, თუ ახლად შესულ პეისერას არ ჩავთვლით.
პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკი ქართუს სააქციო კაპიტალი 400 მლნ ლარს აღემატება
| 
 | 01.09.2023 | H1/2023 | 
| აქტივები | 1 733 856 333 | 1 614 918 935 | 
| სესხები | 807 249 422 | 753 881 242 | 
| დეპოზიტები | 1 242 439 000 | 1 129 260 597 | 
| წმინდა მოგება | 22 660 445 | 17 100 134 | 
| სააქც. კაპიტალი | 400 189 620 | 394 605 441 | 
| 
 | ₾ | 
 | 
წყარო: კომერციული ბანკი & ბიზნესპარტნიორი
(ანგარშგება IFRS-ით)
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
         
        