თბილისი (GBC) - სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდს, ერთჯერადი ტრანზაქციებს და მოლოდინების ეფექტს უკავშირებს სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი,

რომლის შეფასებით, მსგავს სიტუაციაში ეროვნულმა ბანკისგან პრევენციული ღონისძიებები მიზანშეწონილია. გამოიყენოს რეზერვები და ბაზრის დროებითი დისბალანსი აღმოფხვრას.

მისივე თქმით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, საარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ ვალუტას უკან დააბრუნებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეზერვების კვალავ შევსების შესაძლებლობას მისცემს.

ანალოგიური პერიოდების და სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

აღნიშნა, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვანია ეკონომიკის, ფასების და ფინანსური სტაბილურობისთვის.  პრევენციული გადაწყვეტილებების გარეშე შესაძლოა აჟიოტაჟი უფრო გამძაფრდეს, მაშინ როდესაც ამის წინაპირობები მაკრო ფუნდამენტალების ნაწილში არ არსებობს“, - აღნიშნა უტიაშვილმა.