თბილისი (GBC) - ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბუტურიენტებს წარმატებას უსურვებს.განათლება საბანკო სექტორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტია.

ამ კვირაში, ათასობით აბიტურიენტი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის - იწყება ეროვნული გამოცდები. ეს დღეები სავსეა მოლოდინით და იმედით.

საბანკო ასოციაცია როგორც უმსხვილესი დამსაქმებელი სექტორის წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან დღეებში თითოეულ აბიტურიენტს თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უსურვებს.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ღირებულებაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ მომავალს ქმნის და საზოგადოებაში კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს.

განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საბანკო სექტორის CSR-ის საკვანძო მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ინიციატივა განხორციელდა, რომლებმაც 500 000-ზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს უკეთესი შესაძლებლობა შეუქმნა.