თბილისი (GBC) - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ოთხშაბათის ბრიფინგზე, ფსკ-ის გადაწყვეტილების წარდგენისას, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა 20% ნიშნულს სცილდება, 

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ბანკების მთლიან სასესხო პორტფელში სამომხმარებლო სესხების წილი აპრილში 18%-ს გადაცდა (03/2023 - 17.8%; 04/2022 -15.67%).

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ოთხშაბათის ბრიფინგზე, ფსკ-ის გადაწყვეტილების წარდგენისას, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა 20% ნიშნულს სცილდება, რაც სებ-ს სამომხმარებლო სესხის  4 წლამდე  დაგრძელვადიანების საშუალებას არ აძლევს.

თუმცა მისივე თქმით, როგორც რეგულაციის შემოღებისთანავე, შარშან აგვისტოში ითქვა, 3-წლამდე დამოკლების ნორმა დროებითია და  გადაიხედება.

პაპუნა ლეჟავას არ დაუკონკრეტებია, რეკალიბრაციას სებ-ი ფსკ-ს (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი) მორიგ სხდომაზე, 27 სექტემბერს გადაწყვეტს, მას შემდეგ თუ, მანამდე.

ამასთან, რეგულაციის მიზნობრიობა სებ-ს შემოღებისთანავე აქვს გაცხადებული, რაც  მთლიანი დაკრედიტების 1%-ით მოთოკვას გულისხმობდა და ზრდა სებ-ის სტატისტიკით შენელებულია.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის  განმარტებით  ("ბიზნესპარტნიორის" ინფორმაციიდან) ბაზარზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნების მიუხედავად რისკები არ არის. დაკრედიტების წლიური ზრდა 13-14%-ის ფარგლებშია, რაც მდგრადად მიიჩნევა და 15%-მდეც რომ გაიზარდოს მოთოკვის საჭიროება არ დგება.

1.05.2023-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 8 მლრდ ლარს აღემატება.