თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 22–26 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები  მკვეთრად გაიზარდა. მათ შორის, საქართველოს ბანკისა და თიბისის ფასიანი ქაღალდები ორნიშნა პროცენტით არის გაძვირებული. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.86%  წინა კვირასთან შედარებით და +9.28% გასულ თვესთან შედარებით. მათივე მტკიცებით, ვაჭრობის მოცულობამ 463 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.30 - 53.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის:

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, (TBCG LN)  აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +12.56% წინა კვირასთან შედარებით და +9.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 329 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.65 - 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა. 

Georgia Capital-ის:

(CGEO LN)  აქციები დაიხურა 13.32  ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +1.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.78 - 13.40 
დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.