თბილისი (GBC) - ციფრული ვალუტით მოვაჭრე პლატფორმებს (VASP) კიდევ ორი პროვაიდერი  დაემატა. სებ-მა ბიტექსჩეინჯი და კრიპტომატი დაარეგისტრირა.

აპარატების ყველაზე მასშტაბური ქსელით ბაზარზე წარმოდგენილია კრიპტომატი. როგორც VASP-ში გვითხრეს ქვეყნის მასშტაბით 107 კრიპტოაპარატია. ამ დროისთვის მხოლოდ ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი და USDT-ია (ტეზერი) ხელმისაწვდომი.

ბანკომატისგან განსხვავებით კრიპრტოაპარატში განაღდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. მომხმარებელი კრიპტომისამართის მითითებით, ციფრულ საფულედან კოინს ანაღდებს ლარში, ან ლარით ყიდულობს სასურველ კრიპტო ვალუტას.

ახლადრეგისტრირებულებთან ერთად, სებ-ის ბაზაში უკვე 5 VASP-ია, მათ შორისაა ბიტანიკა, კრიპტალი  და მაიქოინსი, იმანის შვილობილი, ციფრული ფულით ვაჭრობის ყველაზე ხანგრძლივი, 16 წლიანი გამოცდილებით.

სებ-ის ლიცენზირებულ VASPs-ში ჯერ არ ფიგურირებს ვაითბითი, კრიპტობირჟა, იგივე ციფრული საფულე, რომლის ბარათს საფორთს (ტექნიკური მხარდაჭერა) უწევს მისივე პარტნიორი PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) ფეიუნიქარდი.

ელექტრონული საფულე ფეიუნიქარდი ბევრი წელია ბაზარზეა. მას ასევე აქვს დაგროვებითი ბარათი. WhiteBIT-ი VASP-ის ლიცენზიას უკვე ფლობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში (წყარო: სებ-ი)

Whait BIT Card -ით თანხის ბანკომატით განაღდებაა შესაძლებელი. ტრეიდერი კრიპტობირჟაზე ნავაჭრს ბარათზე გადაიტანს და გაანაღდებს სამ ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში.

ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

ეროვნულ ბანკში VASP-ად რეგისტრაციის მსურველის კიდევ 40 კომპანიის განაცხადია. რეგისტრაცია გავლილი აქვს 32 PSP-ს. (ბიზნესპარტნიორი)