თბილისი (GBC) - "ბანკ ქართუს" ეროვნულმა ბანკმა (სებ) 64 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა, AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის.

მ.შ. AML/CFT შეფასებასთან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის) შეუსაბამობისთვის, 3 კლიენტთან მიმართებით (რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭება/გადაფასება).

ასევე ბანკის პოლიტიკოსი კლიენტის მიმართ, ამავე კანონით გაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რომელიც ბანკს ავალდებულებს მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, მ.შ. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის (21-ე მუხლის აღნიშნული ნაწილი ამოქმედდა 2023 წლიდან).

2 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია ამავე კანონის  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მოთხოვნა, კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაზე.

არ ჩატარებულა გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობის გაზრდაზე, რომლის მიზანია იმ გარიგებათა დაჯგუფება, რომლებიც შემდგომ დამატებით შესწავლას საჭიროებს.

ერთი კლიენტის საეჭვო გარიგებაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის სათანადო ინფორმაცია არ არის მიწოდებული.

დარღვეულია AML/CFT ანგარიშგების წესები: 4 შემთხვევაში ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციაა მიწოდებული და 3 შემთხვევაში არასწორი დოკუმენტაციაა წარდგენილი.