ეროვნული ბანკი "ბერმელის" 40 000 ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.
სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.
მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა, მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)
|
Q1/2024 ₾ |
აქტივები |
38,323,718 |
სესხები |
35,202,643 |
შემოსავალი სა% |
2,484,033 |
მ.შ. ლომბარდიდან |
376,256 |
წმინდა მოგება |
1,505,894 |
|