თბილისი (GBC)  - სილქმა საკრედიტო პორტფელი გააორმაგა.

სილქ ბანკის სესხების  წლიური ზრდა 104%-ია. მ.შ. საცალო დაკრედიტება, იანვარ-აპრილის სტატისტიკით,  2.3 -ჯერ არის მომატებული, 44 მლნ ლარამდე (L/Y – 19.5 მლნ. + 126%Y.Y).

მთლიანი პორტფელი, 1 მაისისთვის, 131 მლნ ლარს აღემატება (L/ Y 64.4 მლნ. +104%Y.Y).

ამასთან, ლარში დაკრედიტება სავალუტოზე მზარდია.  სასესხო პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 33.6%-ია (01.05.2024 – 40.6%). რაც ბანკს სარეზერვო მოთხოვნასაც უმცირებს. როგორც იცით, 40%-ზე ნაკლებ დოლარიზებული პორტფელისთვის სარეზერვო ნორმა მინიმალურია.

წლიურად გაზრდილია ბანკის ზარალი. სილქმა  იანვარ-აპრილი 7 მლნ ლარზე მეტი ზარალით დასრულა (L:/Y – 2.5 მლნ).

 

01.05.2025      ₾  

01.05.2024      ₾    

აქტივები 

220 388 220

177 200 200

სესხები

131 247 373

  64 414 580

.. საცალო 

  44 080 700

  19 498 500

დეპოზიტები 

140 922 850

113 833 000

სააქც კაპიტალი

  70 037 000

  60 112 000

წმ.მოგება(ზარალი)

  (7 028 220)

  (2 481 700)

                             

                    ₾

                   

წყარო: სილქ ბანკი & BRG