თბილისი (GBC) - კერძო ენერგოკომპანიების შემდეგ კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო საწარმო გამოდის. 3-წლიანი რეფორმირების შემდეგ, ემისიისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (GSE) ემზადება.

სახელმწიფო საწარმოების (SOE) რეფორმის წარმატებულ ფაზაზე, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სსფ-ს მისიის დასკვნით (IV მუხლის დებულების ფარგლებში) შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ში უმასპინძლეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა რეფორმის 2 მთავარ ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება და მიღწეულ შედეგებზე.1) ფისკალური რისკებზე, რომლის მინიმიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; 2) ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა ფინანსებზე წვდომის გაზრდაზე. რაც განაპირობა ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესებამ, რომელიც ბოლო წლების შეუქცევადი პროცესია.

მისივე თქმით, ეს კი სახელმწიფო საწარმოებს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, სუვერენული დაფინანსების გარეშეც.

ხუციშვილმა წლის მნიშვნელოვანი სიახლეც დააანონსა. რეფორმირებული სახელმწიფო საწარმოებიდან,  ორი თუ ვერა, ერთი საწარმოს ემისია მაინც მოესწრება.

"მინიმუმ ერთი საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სახელმწიფო საწარმოებს შორის სსე იყო პირველი, რომლის გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლა მოხერხდა, კორპორაციული მართვის გაუმჯობესებით.

მიმზიდველი კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს დამოუკიდებელი ბორდით მართვას, OECD სტანდარტით. საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას განაპირობებს.

კორპორატიზაციის გზა სხვა საწარმოებმაც გაიარეს, მათ შორის საქართველოს  ფოსტამ, საქართველოს რკინიგზამ, რომლის ობლიგაციებიც 3 წელზე მეტია მეორად ბაზარზე ივაჭრება.

ბონდებს გამოუშვებენ, კორპორატიზაციით გაკოტრებას გადარჩენილი სხვა სახელმწიფო საწარმოებიც, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი მართავდა.

რეფორმის არსი არაორდინარულ გამოსავალშია, რაც გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემისიის პერსპექტივას.

ენერგეტიკული სექტორიდან, ჯერ წელს, კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე არცერთი ემისია ყოფილა.

2023 წლის ბოლოს $15 მილიონის 2 წლიანი ობლიგაციები (განაკვეთი 9%) Austrian Georgian Development -მა განათავსა, არასუბორდინირებული, უზრუნველყოფილი II რიგის იპოთეკით. (ლახამი ჰესი 1,2. სიმძლავერე 15.9 მგ/ვტ).

მანამდე, "ენერჯი დეველომპენტ ჯორჯიამ" (ჩოხატაურის ჰესების) $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა.

ყველაზე მსხვილი $80 მილიონიანი  განთავსების ემიტენტია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“, სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი. (წყარო: ბიზნესპარტნიორი).

საინვესტიციო კომპანიის 5-წლიანი მწვანე ობლიგაციები 2022 წელს განთავსდა 7%-ად. რომლის ერთ-ერთი სოლიდური ინვესტორი IFC-ია.