„კრისტალი“ საბანკო ასოციაციის წევრი გახდა
საბანკო ასოციაციის
ინფორმაციით, მიკრობანკი
„კრისტალი“ ბაზრის
ერთ-ერთი ყველაზე
გამოცდილი მოთამაშეა
მიკრო და მცირე ბიზნესების
დაკრედიტების სფეროში, მათ
შორის რეგიონების
მასშტაბით, სადაც კომპანია
48 ფილიალით არის
წარმოდგენილი.„ასოციაციის
წევრობა კრისტალისათვის
წარმოადგენს მნიშვნელოვან
ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო
ამყარებს მისი, როგორც
სრულფასოვანი ფინანსური
ინსტიტუტის სტატუსს და
ხაზს უსვამს მის როლს
ადგილობრივი ეკონომიკის
განვითარების საქმეში.
„კრისტალი“ უკვე მრავალი
წელია, ემსახურება
ათასობით მომხმარებელს,
განსაკუთრებით მცირე და
საშუალო მეწარმეებს და ამ
ნაბიჯით კიდევ უფრო
აძლიერებს საკუთარ
პოზიციას საქართველოს
საბანკო სისტემაში“, -
აღნიშნავს კრისტალის
გენერალური დირექტორი,
ილია რევია.კრისტალის
სტრატეგია ითვალისწინებს
მიკრო, მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის და ფიზიკური
პირებისთვის ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდას. კომპანიამ 16
ივნისიდან უკვე დაიწყო
მომხმარებლებისთვის სრული
საბანკო სერვისების
შეთავაზება, მათ შორის
საბანკო ანგარიშები,
ანაბრები, დეპოზიტი,
საინვესტიციო პროდუქტი
„მონეტა“ და
სხვა.საქართველოს საბანკო
ასოციაცია აერთიანებს
საბანკო სექტორს, მათ შორის
კომერციულ ბანკებს, ციფრულ
ბანკს და ახლა უკვე
მიკრობანკსაც.საბანკო
ასოციაცია მიზნად ისახავს
ფინანსური სექტორის
ინტერესების დაცვას,
ბაზრის სტაბილურობის
ხელშეწყობას, ერთიანი
სექტორული პროექტების
განხორციელებას,
ფინანსური განათლების და
ინოვაციების მხარდაჭერას.
ასოციაციის სტრატეგია
ეფუძნება პარტნიორობას,
გამჭვირვალობას და
ემსახურება სექტორის,
როგორც ერთიანი სისტემის
განვითარებას.მიკრობანკი
„კრისტალის“ სახით
ასოციაციას კიდევ ერთი
მნინშვნელოვანი წევრი
შეემატა. კრისტალი
ჩაერთვება ასოციაციის
მიერ ორგანიზებულ თემატურ
კომიტეტებში და ასევე
სექტორულ საკანონმდებლო
განხილვებში და საერთო
სექტორულ
კაპანიებში.„კრისტალი“
პირველი მიკრობანკია
რომელიც ასოციაციის წევრი
გახდა. საბანკო ასოციაციის
და მთელი სექტორის სახელით
მივესალმებით კრისტალს,
როგორც უნიკალური
გამოცდილების მქონე
ორგანიზაციას. კრისტალი
ასოციაციას ისეთი
გამოცდილებით
გაამდიდრებს, როგორიცაა
მიკრო და მცირე
მეწარმეების
დაკრედიტებისა და მათი
ეკონომიკური ჩართულობის
ხელშეწყობა, რეგიონებთან
მუშაობის გამოცდილება და
მაღალი კორპორაციული
სოციალური
პასუხისმგებლობა.
ამავდროლად, სექტორის
გამოცდილების გაზიარებით,
ასოციაციისგან
მნიშვნელოვან მხარდაჭერას
მიიღებს საბანკო
პროცესების, პრაქტიკების
და სისტემების
იმპლემენტაციის
პროცესში”- აღნიშნავს
საბანკო ასოციაციის
პრეზიდენტი, ალექსანდრე
ძნელაძე.მიკრობანკი
კრისტალი ღირებულ და
უნიკალურ წევრად
მოიაზრება ასოციაციის
საქმიანობის ფარგლებში.
ასოციაციაში
გაწევრიანება არამხოლოდ
აღიარებაა ორგანიზაციის
ტრანსფორმაციის პროცესის
წარმატებით გავლის, არამედ
მნიშვნელოვანი
შესაძლებლობაა სექტორის
შიგნით თანამშრომლობის
გაღრმავებისა და
პასუხისმგებლიანი საბანკო
პრაქტიკის
განმტკიცებისთვის.
1753871054