თბილისი (GBC) - პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
„მქონდა პატივი დავსწრებოდი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის“ - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
პრემიერ მინისტრი ასამბლეის ფარგლებში ლუქსემბურგის, მალტის და საუდის არაბეთის ლიდერებსაც შეხვდა.