თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის დასაცავად აუცილებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ დღის ბოლოს ყველას ბომბავს“.

ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდურესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. თუმცა აქ პატარა პრობლემაა – მე ეს არ მომწონს. უკრაინას სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, Patriot-ის რამდენ სისტემას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.

გასულ კვირას ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ იარაღს უგზავნის NATO-ს, რომელიც შემდეგ ამ იარაღს უკრაინას გადასცემს და საფასურსაც ის იხდის.

ამასთან, 14 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის და გერმანიის თავდაცვის მინისტრების, პიტ ჰეგსეთის და ბორის პისტორიუსის შეხვედრაც, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ გერმანიის მიერ უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ების შეძენას.