თბილისი (GBC) - Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი ახალ ავტომობილებზე ევროკავშირში 12%-ით, ხოლო აშშ-ში 17%-ით გაიზარდა. კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა.

კვლევის მიხედვის, მნიშვნელოვნადაა ფასი გაზრდილი მეორად ავტომობილებზეც.

მეორადი ავტომობილების (ავტოაუქციონი) კომპანია მანჰეიმის ინდექსით, მოთხოვნის პირველი პიკი 2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა. ცხრილში მოცემულია პირველი პიკის პერიოდი და ძირითადი გამომწვევი მიზეზები: 

ცხრილში ვხედავთ, რომ მეორე პიკი 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირდა. მიზეზი კი ახალი ავტომობილების წარმოების შეზღუდვა იყო.

კვლევის მიხედვით, 2020-22 წლებში ბაზარზე არსებული შეზღუდვები ელექტრო ავტომობილებს ყველაზე ნაკლებად შეეხო, რაც დადებით მოლოდინებს ქმნის:

კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში, აშშ-სა და ჩინეთში გაყიდული ყოველი მე-2 ავტომობილი ელექტრო იქნება, რაც გაზრდის გაყიდვებს განვითარებად ეკონომიკებში.

Galt&taggart-ის კვლევა სრულად.