თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოში $5,4 მლნ-ის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($8,6 მლნ) $3,1 მლნ-ით ჩამორჩება (-36.3%).
ამასთან, 2024 წელს საქართველოში ჯამში $40,7 მლნ-ის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა.
2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საიმპორტო TOP3 ქვეყანაა:
- თურქეთი - $17,1 მლნ
- აშშ - 4,6 მლნ
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3,37 მლნ
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე $103.19 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ($23.19 ათასი) თითქმის გახუთმაგებულია და $80 ათასით არის გაზრდილი (+344.9%).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან ჯამში $282.81 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა.
2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საექსპორტო TOP3 ქვეყანაა:
- სომხეთი - $123.83 ათასი
- აზერბაიჯანი - $47.22 ათასი
- ჩილე - $37.7 ათასი