თბილისი (GBC)- აგვისტოში საქართველოში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6072 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 12.6%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში, საქართველოში 6930 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.

აგვისტოში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.4 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.2%-ით მეტია წინა წლის აგვისტოზე (2022 აგვ: 11.6 მლრდ ₾).