თბილისი (GBC) – საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და მათგან მიღებული შემოსავლები, 2023/24 სასწავლო წლის დასაწყისისათვის, 17.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გალთ & თაგარტი ავრცელებს.  

უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% – იორდანიიდან, 5.5% – ისრაელიდან. ამასთან, უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა, დაახლოებით 85%, კერძო უნივერსიტეტებში ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს.

უცხოელი სტუდენტების დანახარჯებს რაც შეეხება, გალთ & თაგარტის პროგნოზით, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 0.8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.  ორგანიზაციის ანალიტიკოსების აზრით, ამას საბაკალავრო პროგრამის 3 წლიან სწავლებაზე გადასვლა შეუწყობს ხელს.

ამასთან, სავარაუდოა უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა.

გალთ & თაგარტის კვლევის თანახმად, ჯამში, 2023 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯმა 660 მლნ ლარი შეადგინა, აქედან დანახარჯები განათლებაზე იყო 366 მლნ, ხოლო უცხოელი სტუდენტების სხვა ხარჯებმა 2023 წელს 293 მლნ ლარი შეადგინა.