თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტი წლიურად 2%-ით გაიზარდა და 464.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 26.2%-იანი შემცირების შემდეგ, ამის შესახებ კვლევას გალტ&თაგარტი ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, იმპორტიც წლიურად 4.4%-ით გაიზარდა 1.1 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 650.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა თებერვალში.

გალტ&თაგარტის თანახმად, 2024 წლის თებერვალში მანქანები (+13.6% წ/წ), ღვინო (+58.8% წ/წ), ფეროშენადნობები (+8.6% წ/წ), სპირტი (+93.6% წ/წ) და ძვირფასი ლითონები (+87.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 8.7% ევროკავშირზე მოდიოდა (-4.1% წ/წ), 66.6% დსთ-ზე (+21.3% წ/წ) და 24.7% სხვა ქვეყნებზე (-27.6% წ/წ). ამასთან, 2024 წლის თებერვალში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-36.3% წ/წ), ნავთობი (+40.5% წ/წ), გაზი (-30.4% წ/წ), მედიკამენტები (-11.8% წ/წ) და ტელეფონები (+5.7% წ/წ). ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა და 803.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 1.6%-ით შემცირდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 2.0%-ით გაიზარდა 2024 წლის თებერვალში (პირველად დაფიქსირდა ზრდა 2023 წლის იანვრის შემდეგ), ხოლო წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.4% იყო. მწარმოებელთა ფასების თვიურ ზრდაზე ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+1.6%) და ელექტროენერგიის მიწოდების (+1.1%) სექციაში.