თბილისი (GBC) – აშშ-ის სენატმა რუსეთსა და ირანზე სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
29 ივლისს გამართულ მეორე პროცედურულ კენჭისყრაზე დოკუმენტის განხილვის დაწყებას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 12 იყო. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მოგვიანებით შესაძლოა საბოლოო კენჭისყრაც გაიმართოს.
დოკუმენტზე პირველი პროცედურული კენჭისყრა 28 ივლისს გაიმართა, როდესაც ინიციატივას მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 იყო.
