თბილისი (GBC) – „ნავთობის მწარმოებელ სახელმწიფოებს კლიმატის გადასახადი უნდა დაუწესდეთ“. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ნორვეგია, გასულ წელს ნავთობზე გაზრდილი ფასისგან „ლატარიის მსგავსი“ მოგება მიიღეს.
ბრაუნის მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა $25 მლრდ-ს ერთგვარი კომპენსაცია უნდა გადაიხადონ. ეს თანხა კი ღარიბი ქვეყნების კლიმატის ფონდებს უნდა მოხმარდეთ.
ამას ემატება ისიც, რომ გასულ კვირას, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს სამიტზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერები ნახშირბადის ემისიასთან ბრძოლაში, ინერტულობაში დაადანაშაულა.