ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1701        EUR 3.8523        GBP 4.4876        RUB 4.4253        UAH 1.1732        AZN 1.862        AMD 6.1074      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Business Georgia-ს ორგანიზებით ფორუმი დამზადებულია საქართველოში გაიმართება
12 დეკემბერი, 2016, 13:16
Business Georgia-ს ორგანიზებით ფორუმი დამზადებულია საქართველოში გაიმართება

თბილისი (GBC) - 15 დეკემბერს, Business Georgia-ს ორგანიზებით ტექნოლოგიურ პარკში ბიზნეს ფორუმი „დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ შერჩეული თემატიკა ზუსტად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ფართო კონტექსტში თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის

„დამზადებულია საქართველოში“ - აღნიშნული დასათაურებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება სიღრმისეული ინფორმაცია მიიღოს და პასუხი გასცეს ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც გაამარტივებს ადგილობრივი ბიზნესის როლის სწორად აღქმას და შეფასებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ისევე როგორც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

თემები, რომელთა განხილვა უშუალოდ აღნიშნული გარემოს მაფორმირებელი მხარეების - სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ მოხდება მოიცავს შემდეგს:

ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე:  წარმოების სპექტრი, პროდუქტის კონკურენტუნარიანობა - ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, დაკარგული ეკონომიკური ღირებულება, ანუ სარგებელი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა იმპორტის მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებით კარგავს, სავაჭრო ურთიერთობები, როგორც დამატებითი შესაძლებლობა და მისი გავლენა ექსპორტ - იმპორტზე, ქართული ბრენდების წარმატების ისტორიები.

სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, გამოწვევები და შესაძლებლობები: საქართველოს პოტენციალი სერვისებისა და პროდუქტების წრმოებაში,ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის და მთავრობის ინიციატივები მათ მხარდასაჭერად, სტარტ-აპების წარმატების ინდექსის განმსაზღვრელი ფაქტორები - იდეა & კრეატივი, ტექნოლოგიური გარემო, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები.

აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მოწვეული იქნება როგორც შესაბამისი სამთავრობო უწყებები, ასევე კომერციული და საერთაშორისო სექტორები, მეწარმეები და სტარტაპები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს ეფექტური ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების პროცესში.

დამსწრე საზოგადოების რანგში მოწვეული იქნება 300-მდე სტუმარი. მათ შორის იქნებიან  მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები.

ფორუმზე დასარეგისტრირებლად გადადით ლინკზე:  

http://businessgeorgia.ge/forum/registration-form-for-the-business-forum-made-in-georgia/

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები