თბილისი (GBC) - ბანკებმა დაკრედიტება შეანელეს. სებ-ის სტატისტიკით, წლიური ზრდა 4%-მდეა (01.11.2021 - ₾ 41.7 მლრდ). გასული წლის ნოემბრისთვის დაკრედიტების ზრდა 15%-მდე იყო (01.11.2020 - ₾ 36.3 მლრდ). მას შემდეგ სებ-მა დაკრედიტების მოსათოკად, მოთხოვნის შესამცირებელი რამდენიმე რეგულაცია აამოქმედა. ბოლო იყო სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლევადიანების. სებ-მა მთლიანი პორტფელის 1%-ით შემცირება გათვალა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
ოქტომბერში სავალუტო სესხები 244 მლნ ლარით, ხოლო ლარის 260 მლნ ლარით გაიზარდა.
სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 01.11.2011-ის მდგომარეობით,19.3 მლრდ ლარის კრედიტებია გაცემული (01.11.2021 - ₾ 20.05 მლრდ) და 12.07 მლრდ ლარის, სავალუტო პორტფელზე მოდის. ბიზნესსესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 62.5%-ია (L/Y - 67.2%);
მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 55.2% -ია (L/Y - 48.4%).
ბანკების რეიტინგის სესხებით (000 ₾)
|
01.11.2022 |
01.11.2021 |
|
თიბისი ბანკი |
16,756,976 |
16 009 007 |
|
საქართველოს ბანკი |
15,721,295 |
15 045 058 |
|
ლიბერთი |
2,381,434 |
1 912 838 |
|
ბაზისბანკი |
2,037,848 |
1 184 034 |
|
კრედო |
1,697,179 |
1 428 428 |
|
პროკრედიტ ბანკი |
1,150,154 |
1 381 647 |
|
ტერაბანკი |
1,064,365 |
944 348 |
|
ბანკი ქართუ |
758,808 |
976,905 |
|