თბილისი (GBC) – უკრაინის მხარეს მებრძოლმა „თავისუფალი რუსეთი“ და „მოხალისეთა რუსული კორპუსი“ რუსეთის ბელგოროდის ოლქში სოფელ გორა–პოდოლის აღების შესახებ აცხადებენ და შტურმი მიიტანეს გრაივორონის დასახლებულ პუნქტზე. 

„გორა–პოდოლი გავიარეთ! ლეგიონმა მოხალისეთა კორპუსთან ერთად დაიწყო შტურმი გრაივორონის დასახლებაზე ბელგოროდის ოლქში. რუსეთი გათავისუფლდება“, – იუწყება „თავისუფალი რუსეთის“ ოფიციალური ტელეგრამ–არხი.

შექმნილი ვითარების გამო უკვე აღშფოთდნენ კრემლში. პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს მოახსენეს დივერსანტების მიერ გარღვევის მცდელობის შესახებ ბელგოროდის ოლქში.

პესკოვის თქმით, ასეთი დივერსიების მიზანია „ყურადღების გადატანა ბახმუტის მიმართულებიდან და ბახმუტის დაკავრგვის პოლოიტიკური ეფექტის მინიმალიზაცია“.