GE EN
სხვა სიახლეები
ირაკლი ნადარეიშვილი: ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებ...

ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ საპანელო სესიაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს სტრატეგიული უპირატესობების გამოყენებას რეგიონული განვითარებასა და მწვანე ეკონომიკაში.მინისტრის მოადგილემ ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც იდგა საქართველო პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში, აგრეთვე იმ ეგზოგენულ რეგიონულ ფაქტორებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი, რაც 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში აისახა, შემდეგ კი აღნიშნული დინამიკა წარმატებით გაგრძელდა. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 2022 წელს საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 8% შეადგინა, რაც, მინისტრის მოადგილის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია. ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ექსპორტსა და აღდგენილ ტურიზმის ინდუსტრიაზე.მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარებასა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მისი თქმით, როგორც საქართველო, ასევე დერეფნის სხვა ქვეყნები მეტ ინვესტიციას ახორციელებენ შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი მუშაობენ სასაზღვრო ბარიერების მოხსნაზე, ტარიფების შემსუბუქებასა და უნიფიცირებაზე, რადგან შუა დერეფანი მულტიმოდალურია და მოიცავს განსხვავებულ ტრანსპორტსა და გადაზიდვის საშუალებებს, როგორებიცაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები. „საქართველოს ბუნებრივი მდებარეობა ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან მოთამაშედ ხდის - ფაქტიურად, ჩვენ ვართ საზღვაო კარიბჭე დერეფნის მეორე მხარისთვის და უზრუნველვყოფთ სატრანსპორტო მარშრუტს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის. ჩვენ რეალურად ვაკავშირებთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას. ეს უპირატესობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს. შესაბამისად, უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივებისა და აქტივობებისა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ საქართველოს კიდევ ერთ უპირატესობად დაასახელა წარმატებული სავაჭრო პოლიტიკა, რომლის წყალობითაც საქართველოს, რომელიც გამოირჩევა მცირე ბაზრით და დაბალი მსყიდველუნარიანობით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე გლობალური სამომხმარებლო ბაზრის თითქმის 1/3 - თან აქვს წვდომა. „საქართველო ერთერთი წამყვანი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთვის სიმსუბუქით. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული რეგულაციები, კანონის უზენაესობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ასახული დადებითი ფაქტორი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს საქართველო, როგორც დანიშნულების ადგილი საკუთარი ბიზნესის გასახსნელად. საქართველოში ასევე ძალიან მაღალია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც 65%-ს აღემატება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესი საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება იმ შეთავაზებების რეალურობაში, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ სთავაზობს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის, სტარტაპ-ეკოსისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამებზე.

1714666200

DiGiTal MaRket-მა სებ-ის ლიცენზია მიიღო

კრიპტობაზრის პროვაიდერების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება.როგორც vasp-ში განაცხადეს, დაცულობასთან ერთად, ტრეიდერისთვის ლიცენზირებულ პროვაიდერთან ურთიერთობის უპირატესობაა დაბალი ტარიფები, გლობალურ ბირჟებთან შედარებით. ასევე ექვაირინგი, ადგილობრივი ბანკის მომსახურების განაკვეთი, 1.5 და 2-ჯერ ნაკლები შეიძლება იყოს გლობალური ფინანსური ინსტიტუტის პროცენტზე.ამასთან მენეჯმენტის ინფორმაციით სებ-ის სალიცენზიო მოთხოვნები სავსებით მისაღებია. რეგულატორი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს.VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

1714660800

გორგოძე: - საქართველოში ფინტექის განვითარებისთვის ყველა პირობაა

მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.

1714660305

თურნავა - საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებით და ფინტექებთან თანა...

შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. სექტორი იმდენად ძლიერია, რომ რეგიონშიც წარმოდგენილია. მაგ. თიბისი ბანკი უზბეკეთშია, საქართველოს ბანკი ახლახან სომხეთში შევიდა (ამერია ბანკი შეიძინა). სექტორს საკმარისი კაპიტალიზაცია, სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნია.ეს აფიქრებინებს, რომ მომავალში საბანკო სექტორის ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევ ძალად დარჩება. ამასთან აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.„კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგ, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით", - განაცხადა თურნავამ.

1714655314

ხელისუფლების ლიდერებმა აშშ-ის ელჩს მოლაპარაკებებზე უარი უთხრეს

ელჩი დანიგანის განცხადება:"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს", - ნათქვამია განცხადებაში. 

1714654475

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმ...

ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობის საფუძველი  განვითარების მხარდასაჭერად, რამაც ხელი უნდა შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების ეფექტურ გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.აღიარებენ რა საქართველოს პოტენციალს შუა დერეფანში, მხარეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს, როგორც რეგიონული ფინტექ ჰაბის მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით, ელევანდი თანახმაა მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.შეთანხმების მიხედვით, მხარეების გეგმავენ ერთობლივად მოაწყონ პირისპირ და ვირტუალური ფორმატის სემინარები და ტრენინგები, რომლებიც  საქართველოში არსებული და პერსპექტიული ფინტექ კომპანიების ცნობიერებისა  და ცოდნის გაზრდაზეა მიმართული.მემორანდუმის  მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას მოაწყონ მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დარგის ლიდერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ფინტექის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, გამოწვევების მოსაგვარებლად და ფინტექის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშესაწყობად.ელევანდი სინგაპურის მონეტარული ორგანოს (Monetary Authority of Singapore) მიერ დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობის, ბიზნესის, საგანმანათლებლო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ურთიერთობით ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ნოვატორული ტექნოლოგიების, მათი გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით.

1714654055