თბილისი (GBC) - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების ნაწილი აზიის განვითარების ბანკს (ADB) მიმართავენ, საქართველოში მიმდინარე ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამოხატონ პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს 53 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება აწერს, ნათქვამია: „ქალბატონ ასელ იუსუპბეკოვას, მდივანი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქალბატონ ლესლი ბერმან ლამს, დირექტორი, ADB საქართველოს მუდმივი მისია, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ყველა დელეგატს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეებს, რომლებსაც თბილისი მასპინძლობს 2024 წლის 2-5 მაისს. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს კოლეგებს და პარტნიორები რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების სექტორიდან, ვინც დაუღალავად იღვწის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. გვინდა მოვუწოდოთ კლიმატის ცვლილების, ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ეკონომიკის საკითხების განსახილველად შეხვედრის დელეგატებს, ჩვეული პატივისცემით მოეკიდონ ქართული საზოგადოების ბრძოლას დამოუკიდებლად განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და განაგრძონ სვლა დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი საქართველოსთვის.

როგორც დღეს ქუჩებში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენც ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურით და სტუმართმოყვარეობით და გვინდა ეს ყოველივე გაგიზიაროთ თქვენ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაადასტურონ ADB-ის წევრი მთავრობების მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობა, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბრით, ასევე საჯარო საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებით, და, რაც მთავარია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებით გამოხატვის თავისუფლებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე”.

მიმართვას ხელს აწერენ: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
ევროპის ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
თბილისი პრაიდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
GFSIS - რონდელის ფონდი
საქართველოს ევროპული ორბიტა
მთავრობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფი
ილიას იურიდიული სახლი (Iliasi)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
წამების მსხვერპლთა Ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
სამოქალაქო იდეა
დემოკრატიის ვირტუალური აკადემია
ნაბიჯი განვითარებისთვის
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი JRC
საქართველოს Რეგიონულ გამომცემელთა ალიანსი GARB
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის CIL
გორის სათემო რადიო მოზაიკა
კოალიციური მოძრაობა ცვლილებებისათვის
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელი (NNWWD)
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
უფლებები საქართველო
ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»
გურიის სამოქალაქო ცენტრი
Ასოციაცია ანიკა
Საქართველოს ყრუთა კავშირი
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
Ფონდი აფხაზინტერკონტი
Შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი,,ლამპარი’’
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი"
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- პროგრესის სახლი
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს სასოფლო დარბაზი
მედია ცენტრი კახეთი
საქართველოს რეგიონული რადიოსადგურთა ქსელი
საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერეთი
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
მედიასახლი “გურია ნიუსი“
ორგანიზაცია Post-ალიონი“
საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
მედია აპრილი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
Სამოქალაქო აქტივობების ცენტრი [CCA]
რადიო “მარნეული”
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Ნაბიჯი ხარაგაული