თბილისი (GBC) – ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ აზერბაიჯანის აშშ–ისრაელის ალიანსში შესვლას ირანის წინააღმდეგ. ჯერჯერობით ირანი დადებითად აფასებს ბაქოს შეწონილ პოლიტიკას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციისადმი. ამასთან, თეირანმა ბაქო ღიად გააფრთხილა, ჩართვის შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებზე. მეორეს მხრივ, აღინიშნება აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მჭიდრო ურთიერთობები, ასევე აშშ–ის გავლენა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე. ამის შესახებ Euromedia24 წერს.

გამოცემის მიხედვით, აშშ და ისრაელი ბაქოს განიხილავენ, როგორც შესაძლო პარტნიორს ირანის წინააღმდეგ მიმართულ სცენარში, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის არჩევა დაკავშირებულია მის მჭიდრო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან ისრაელთან, სტრატეგიულ ურთიერთობებთან დასავლეთთან და ენერგეტიკულ როლთან ევროპისთვის.

გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ მსგავსი სცენარი შეიცავს შიდა რისკებსაც, მათ შორის, ერთიანობის ნაკლებობას უსაფრთხოების სტრუქტურებში და შესაძლო დესტაბილიზაციას კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ კონფლიქტის შემთხვევაში შესაძლოა გააქტიურდეს „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხი, რაც რეგიონში დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს.

გამოცემის შეფასებით, მოვლენების ასეთი განვითარება საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას.