თბილისი (GBC) - 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით ,,შპს ფილიპ მორის საქართველო’’  ამონაგებს 592 მლნ ლარს აფიქსირებს,რაც 21.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

ამ პერიოდში კომპანიამ 20.9%-ით 560 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი. შესაბამისად  კომპანიამ 32.1 მლნ ლარის მთლიანი მოგება დააფიქსირა, რაც 25.9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

კომპანიამ 194 %-ით 3.9 მლნ ლარამდე  გაზარდა წმინდა მოგება.

საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 8.2%-ით 138.1 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 59.2%-ით 10.4 მლნ ლარამდე კაპიტალი.

„ფილიპ მორის საქართველო“ 2022 წლის ნოემბერში მოხვდა 10 უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიაში შემდეგ კომპანიებთან ერთად: Caucasian Metals Terminal, აგარის შაქრის კომპანია,ალტა,ზუმერი ჯორჯია,კავკასიის ავტოიმპორტი,პსპ ფარმა,რომპეტროლ საქართველო,სან პეტროლიუმ ჯორჯია,ტოიოტა კავკასია.

ფილიპ მორის საქართველო დარეგისტრირდა 2010 წელს. მისი 100% წილის მფლობელია Philip Morris Sarl. კომპანიის  საქმიანობაა საქართველოში სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოსა და დაკავშირებული მოწყობილობების იმპორტი, განბაჟება და ბითუმად გაყიდვა. კომპანიის ობიექტები მდებარეობს თბილისში, საქართველო. კომპანიას ერთი მომხმარებელი ჰყავს, შპს GDI, რომელიც კომპანიის პროდუქციის ერთადერთი დისტრიბუტორია.

ფილიპ მორისი

2021

2020

%

ამონაგები

592

488.9

21.1

რ.ს.თ

(559.9)

(463.3)

20.9

მთლიანი მოგება

32.1

25.5

25.9

წმინდა მოგება

3.7

1.3

194

აქტივები

138.1

127.6

8.2

კაპიტალი

10.4

6.5

59.2

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾