თბილისი (GBC) - Lion Finance Group-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) მიერ საქართველოში გაცემული სესხების პორტფელი (Georgian Financial Services - GFS) 1Q25-ის ბოლოს, ₾24.05 მლრდ-ს შეადგენდა, რაც y.y +19.3%, ხოლო q.q +2.2%-ია.

საცალო სესხები 1Q25-ის ბოლოს ₾10.52 მლრდ-ს შეადგენდა, რაც y.y +20.1%, ხოლო q.q +3.1%-ია, და საცალო სესხების წილი მთლიან პორტფელში 43.7%-ს შეადგენდა. მათ შორის:

  • იპოთეკური სესხები შეადგენდა ₾4.60 მლრდ-ს, რაც y.y +12.7%, ხოლო q.q +2.2%-ია;
  • სამომხმარებლო სესხები – ₾5.19 მლრდ-ს, y.y +29.8%, ხოლო q.q +4.0%-ია;
  • სხვა საცალო სესხები – ₾733.5 მლნ-ს, y.y +7.2%, ხოლო q.q +2.2%-ია.

მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სესხები 1Q25-ის ბოლოს ₾5.11 მლრდ-ს შეადგენდა, რაც y.y +9.8%, ხოლო q.q +2.1%-ია. ხოლო, SME სესხების წილი მთლიან პორტფელში 21.3%-ს შეადგენდა.

კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო (CIB) სესხები 1Q25-ის ბოლოს ₾8.42 მლრდ-ს შეადგენდა, რაც y.y +24.9%, ხოლო q.q +1.1%-ია. CIB სესხების წილი მთლიან პორტფელში 35%-ს შეადგენდა.

კორპორატიული ცენტრის პორტფელი 1Q25-ის ბოლოს სრულად განულდა (₾0), 1Q24-ში ₾5.9 მლნ იყო.

სესხის ტიპი

მოცულობა მლრდ (₾)

y.y +/-(%)

წილი მთლიან პორტფელში (%)

საერთო GFS პორტფელი

24.05

+19.3

100

საცალო სესხები
მ.შ:

10.52

+20.1

43.7

- იპოთეკური სესხები

4.6

+12.7

19.1

- სამომხმარებლო სესხები

5.2

+29.8

21.6

- სხვა საცალო სესხები

0.7

+7.2

3

მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები (SME)

5.1

+9.8

21.3

კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო სესხები (CIB)

8.4

+24.9

35