"ტრიბუნალმა მხოლოდ „ვიწრო საკითხი“ განიხილა" - ანაკლიის განვითარების კ...
განცხადების ტექსტს GBC
უცვლელად გთავაზობთ:„ბობ
მეიერმა და ანაკლიის
განვითარების
კონსორციუმის (ADC)
სამეთვალყურეო საბჭომ
გაავრცელეს წინამდებარე
განცხადება საქმეზე „ბობ
მეიერი საქართველოს
წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე #
ARB/20/28), საარბიტრაჟო
ტრიბუნალის მიერ
გამოტანილი
გადაწყვეტილების პასუხად.
მეიერის სარჩელი
საინვესტიციო დავების
განხილვის საერთაშორისო
ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა
საქართველოსა და
ნიდერლანდების სამეფოს
შორის დადებული,
„ინვესტიციების
წახალისებისა და
ურთიერთდაცვის შესახებ“
შეთანხმების (BIT)
საფუძველზე.მეიერის
სარჩელი მიზნად ისახავდა
ანაკლიის განვითარების
კონსორციუმში (ADC) მისი
ინვესტიციის ღირებულების
ანაზღაურებას,
საქართველოს მთავრობის
მიერ 2020 წლის იანვარში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტის განვითარების
მიზნით, ADC-სთან დადებული
ინვესტიციის
ხელშეკრულების შეწყვეტის
შემდეგ.2025 წლის 30 ივლისს,
ICSID-ის საარბიტრაჟო
ტრიბუნალმა გამოიტანა
გადაწყვეტილება, რომლითაც
მაიერის სარჩელი არ
დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების და
საარბიტრაჟო პროცედურების
კონკრეტული დეტალები
კონფიდენციალურია.„ICSID-ის
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილება
გულდასაწყვეტია, თუმცა
მნიშვნელოვანია
გავითვალისწინოთ, რომ
ტრიბუნალმა განიხილა
მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო
თუ არა საქართველოს
მთავრობა, საქართველოსა და
ნიდერლანდებს შორის
დადებული ინვესტიციების
დაცვის ორმხრივი
შეთანხმების ფარგლებში,
უფლებამოსილი, შეეწყვიტა
საინვესტიციო
ხელშეკრულება. მე
გადავწყვიტე
განმეხორციელებინა
ინვესტიცია ADC-ში და
ანაკლიის პორტის პროექტში,
რადგან ვხედავდი
საქართველოს უზარმაზარ
პოტენციალს, გამხდარიყო
რეგიონული ეკონომიკისა და
გლობალური ვაჭრობის
წამყვანი ცენტრი.ასევე,
ყოველთვის მქონდა
აბსოლუტური ნდობა ჩემი
პარტნიორების – ADC-ის
ინვესტორების
პატიოსნებისა და ხედვის
მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი
საერთო უნარის,
განგვევითარებინა ეს
პორტის პროექტი – მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი
საქართველოს მთავრობა
სათანადო როლს ითამაშებდა
მისი განვითარების
ხელშეწყობაში“,- ნათქვამია
ბობ მეიერის
განცხადებაში.რაც შეეხება
ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის
განცხადებას, მიუხედავად
ICSID-ის გადაწყვეტილებისა,
ფაქტი, რომ „ქართულმა
ოცნებამ“ სრულად დაარღვია
თავისი მრავალწლიანი
დაპირება, ანაკლიის
განვითარების შესახებ, არ
იცვლება“.„მიუხედავად
იმისა, რომ ICSID-ის
გადაწყვეტილება
სამწუხაროა, ის არ ცვლის
მთავარ ფაქტს – ამ
მთავრობამ სრულად
დაარღვია თავისი
მრავალწლიანი დაპირება,
ანაკლიის განვითარების
შესახებ. საინვესტიციო
ხელშეკრულების ADC-სთან
შეწყვეტიდან სულ
რამდენიმე კვირაში,
„ქართული ოცნების“
მთავრობამ დაიწყო
ხუთწლიანი ცარიელი
რიტორიკა და შეუსრულებელი
დაპირებები ანაკლიის
პორტის აშენების შესახებ.
დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ,
არ არსებობს ხელმოწერილი
ხელშეკრულება არცერთ
ინვესტორთან, მით უმეტეს არ
არის დაწყებული
მშენებლობა.ამ მთავრობას
რომ შეესრულებინა თავისი
ვალდებულებები და
დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის
პორტი უკვე ამუშავებული
იქნებოდა, შექმნიდა
ათასობით სამუშაო ადგილს
ქართველებისთვის,
გააძლიერებდა ქვეყნის
ეკონომიკას და
საქართველოს გლობალური
ვაჭრობის მნიშვნელოვან
რგოლად აქცევდა. ასე რომ
მოქცეულიყო, ეს მთავრობა
მსოფლიო არენაზე
ანგარიშგასაწევ ძალად
იქნებოდა აღქმული და არა იმ
იზოლირებულ ფიგურად, რაც
რეალურად გახდა“,-
ნათქვამია
განცხადებაში.პრეისტორია:
ADC არის კონსორციუმი
შემდგარი „თიბისი ჰოლდინგ
ანაკლია“ (საქართველო), Van Oord
PPP International-ის (ნიდერლანდები),
ბრიტანული Wondernet Express-ის,
რომელიც საქმიანობს
ცენტრალური აზიის
ქვეყნებში, შპს G-Star-ის
(ბულგარეთი), „Conti International“-ის
(აშშ) და ბატონი
მეიერისგან.2020 წლის ივლისში
ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო
სარჩელი საერთაშორისო
სავაჭრო პალატის (ICC)
საერთაშორისო საარბიტრაჟო
სასამართლოში, რომლითაც
მოითხოვა საქართველოს
მთავრობის მიერ 2020 წლის
იანვარში საინვესტიციო
ხელშეკრულების შეწყვეტით
მიყენებული ზიანის და
ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტის პროექტში
განხორციელებული
ინვესტიციის ღირებულების
ანაზღაურება.
ხელშეკრულებით ADC-ის
მინიჭებული ჰქონდა
ანაკლიის პორტის
განვითარების უფლება.
ხელშეკრულების შეწყვეტას
წინ უძღოდა ძლიერი,
პოლიტიკურად მოტივირებული
კამპანია, რათა ძირი
გამოეთხარათ ADC-ის და მისი
ინვესტორებისთვის და წინ
აღსდგომოდნენ ADC-ის
ძალისხმევას,
განევითარებინა პროექტი
საინვესტიციო
ხელშეკრულების
შესაბამისად. 2024 წლის
ივლისს, ICC-ის წესებით
მიმდინარე არბიტრაჟში, ADC-ის
სარჩელი არ
დაკმაყოფილდა.მეიერმა,
ჰოლანდიელმა ინვესტორმა,
ცალკე საარბიტრაჟო
სარჩელით მიმართა ICSID-ს
საქართველოს მთავრობის
წინააღმდეგ, მის მიერ
განცდილი ზიანის
ანაზღაურების
მოთხოვნით.ADC-ის და მეიერის
იურიდიული
წარმომადგენლები არიან
გუნდი, რომელსაც
ხელმძღვანელობს ენდი მუდი
ლონდონიდან, Baker McKenzie-ის
პარტნიორი და ქეთევან
ქვარცხავა თბილისიდან,
იურიდიული კომპანია BLC-ის
პარტნიორი“,- ნათქვამია
ინფორმაციაში.ცნობისთვის,
იუსტიციის სამინისტროს
ინფორმაციით, მამუკა
ხაზარაძემ და ბადრი
ჯაფარიძემ ანაკლიის
პორტის საქმეზე დავა
ვაშინგტონის არბიტრაჟშიც
წააგეს.„ვაშინგტონის
არბიტრაჟმა (მსოფლიო
ბანკის საინვესტიციო
დავების გადაწყვეტის
საერთაშორისო ცენტრი - ICSID)
ანაკლიის პორტის საქმეზე
გადაწყვეტილება გამოიტანა
და საქართველოს მთავრობის
მოთხოვნები სრულად
დააკმაყოფილა. ამჯერად
უკვე ვაშინგტონის
არბიტრაჟის მიერ
დადასტურდა, რომ ანაკლიის
პორტის პროექტის
განუხორციელებლობა
მთლიანად მამუკა
ხაზარაძის, ბადრი
ჯაფარიძისა და მათი
პარტნიორების
პასუხისმგებლობაა და
საქართველოს მთავრობის
მხრიდან რაიმე ფორმით
ხელშეშლას ადგილი არ
ჰქონია“, - ნათქვამია
განცხადებაში.დღეს, 31
ივლისს იუსტიციის
სამინისტრომ გაავრცელა
განცხადება, რომლის
მიხედვითაც, მამუკა
ხაზარაძემ და ბადრი
ჯაფარიძემ ანაკლიის
პორტის საქმეზე დავა
ვაშინგტონის არბიტრაჟშიც
წააგეს. სამინისტროს მიერ
გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, ბობ მეიერი
ითხოვდა 64 მილიონი აშშ
დოლარის გადახდას, თუმცა
არბიტრაჟმა მისი ყველა
მოთხოვნა უარყო და მას
თავად დააკისრა
საქართველოს მთავრობის
სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ
დოლარის გადახდის
ვალდებულება.ხაზარაძე და
ჯაფარიძე ვაშინგტონის
არბიტრაჟში არ დავობდნენ.
დავა მიმდინარეობდა ბობ
მეიერის მხრიდან, რომლის
განცხადებასაც ანაკლიის
განვითარების კონსორციუმი
საკუთარ პოზიციასთან
ერთად ავრცელებს.