თბილისი(GBC) - ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2021 წლის შემოსავალს 17.5 მლნ ლარს აფიქსირებს, რაც 5.9%-ით ნაკლებია პანდემიის წელზე (2020).
კომპანიას 1.1%-ით შეუმცირდა გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი და 2021 წელს 6.8 მლნ ლარი დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიას 8.5%-ით 10.7 მლნ ლარამდე შეუმცირდა საერთო მოგება, კომპანიამ 478%-ით 11.8 მლნ ლარამდე გაზარდა წმინდა მოგება. აღნიშნული მატება გამოწვეული იყო, კომპანიის ფინანსური ვალდებულებებით გამოწვეული ზარალით, რომელშიც 2020 წელს კომპანიამ 4.8 მლნ ლარი იზარალა.
კომპანიის წმინდა მოგების ზრდა ასევე განპირობებულია ფინანსური შემოსავლით, რომელიც 2020 წელთან შედარებით 446%-ით 5.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში კომპანიას 17.4%-ით 62 მლნ ლარამდე შეუმცირდა აქტივები, თუმცა 61.5%-ით 27.3 მლნ ლარამდე გაეზარდა კაპიტალი.
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ დარეგისტრირებულია 2012 წელს. მისი დღევანდელი მფლობელია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებია“. სადგური ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს და მისი საშუალო წლიური გამომუშავება 84.1 მლნ კილოვატია. დადგმული სიმძლავრე კი 21.7 მეგავატი.
გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 34 მილიონი დოლარი იყო, რომლიდანაც 22 მილიონი დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით იყო.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი, 2019 წლის 15 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 14 400 000 დოლარად გაიყიდა (11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი, 6 ქარის ტურბინა და სხვ.). აუქციონში შპს „საქართველოს ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგის „საქართველოს კაპიტალის“ (GCAP) შემადგენლობაშია.
|
2021 |
2020 |
% |
შემოსავალი |
14.5 |
18.6 |
5.9 |
თვითღირებულება |
(6.8) |
(6.9) |
-1.1 |
საერთო მოგება |
10.7 |
11.7 |
8.5 |
წმინდა მოგება |
11.8 |
2 |
478 |
აქტივები |
62 |
75.1 |
-17.4 |
კაპიტალი |
62 |
75.1 |
61.5 |
თანხა მლნ ₾