თბილისი (GBC) - დიღომში, ქოშიგორაზე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 243,500 ლარად აუქციონზეა. აუქციონი 29 ივნისს 16:00 საათზე სრულდება.
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, დიღომი, ქოშიგორა, ნატბეურები. ნაკვეთი მდებარეობს მთის ფერდობზე, რელიეფი-დამრეცი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია: 1500.00 კვ.მ. 1-კვ/მ-ს საშუალო ფასი 162 ლარია. ს/კ 01.72.14.045.012.
ლოტი აუქციონზე გამოიტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.