თბილისი (GBC) – ჩინეთში გახსნილი „სამსახურში არსიარულის სურვილისგან სამკვრნალო კლინიკის“ სპეციალისტები კლიენტებს სამსახურთან დაკავშირებულ შიშებთან, დეპრესიასთან და დაღლილობასთან ბრძოლაში ეხმარებიან. ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) წერს.
„ეს ზედაპირული სიმპტომები ხშირად რთული ფსიქოლოგიური ან სოციალური ფაქტორების გამო ვლინდება. ჩვენი ამოცანა, როგორც სპეციალისტების, არის მიზეზის გამოვლენა, სისტემატური შეფასება და დიაგნოსტიკა, ხოლო შემდეგ უზრუნველვყოფთ მკურნალობას და მხარდაჭერას“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა იუე ლიმინმა.
დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს ინტერვიუს პაციენტის ზოგადი ემოციური მდგომარეობის შესაფასებლად და გამოკვლევებს, რომლებითაც უნდა გამოირიცხოს ორგანული დაავადებები. ამის შემდეგ ექიმები თითოეული პაციენტის სამკურნალოდ ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებენ.
ასეთი კლინიკის შექმნის იდეა იმ მშობლებს გაუჩნდათ, რომლებსაც საკუთარი შვილები „სკოლაში არწასვლის სურვილის სამკურნალო კლინიკაში“ დაჰყავდათ.
ქსელის მომხმარებლები იუმორით მიუდგნენ ამ ინიციატივას.
„ის, ვინც მოიფიქრა ამ კლინიკის შექმნა – გენიოსია!“, – წერს ერთ–ერთი მომხმარებელი.
„შედიხარ და ექისმ ვერ ხედავ, რადგან არც მათ სურთ სამსახურში სიარული“, – ხუმრობს მეორე მომხმარებელი.