თბილისი (GBC) – გრძელვადიან პერსპექტივაში, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მთავარ როლს ითამაშებენ ევროპის ნავთობით მომარაგებაში. ამის შესახებ ოპეკის ანგარიშზე დაყრდნობით აზერბაიჯანული სააგენტო Trend.az წერს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2050 წლამდე ევროპაში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის მიწოდება დაახლოებით დღეში 1.6 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ დონეზე, რაც სანქციების დაწესებამდე იყო (როდესაც რუსული ნავთობი თავისუფლად შედიოდა ევროკავშირში), ამ მოცულობამ გამოკვეთა კასპიის რეგიონის ალტერნატიული მომწოდებლების, განსაკუთრებით კი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის, მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ემბარგოს გამო რუსულ ნავთობზე, ტრადიციული მიწოდების მარშრუტები გადამისამართდა. მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან და მთლიანად კასპიის რეგიონიდან ნავთობის იმპორტი 2024 წელს 1.8 მილიონ ბარელიდან 2030 წლისთვის დაახლოებით 1.7 მილიონ ბარელამდე შემცირდება, ხოლო საპროგნოზო პერიოდის ბოლოსთვის — 1.6 მილიონ ბარელამდე დღეში. ამ მიწოდებებიდან დიდი წილი არარუსულ ნავთობზე მოდის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ყაზახური და აზერბაიჯანული რესურსები შეადგენს.
ოპეკის პროგნოზის თანახმად, რუსული ნავთობის მიწოდება ევროპაში ძველ დონეს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე არსებობდა, სავარაუდოდ ვერ დაუბრუნდება. ეს კი ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ევროპული ბაზრისთვის საიმედო და გრძელვადიან მომწოდებლებად გახდის.