თბილისი (GBC) – მიკრობანკი „კრისტალი“ მიმდინარე კვარტალში  საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის საბაზისო საბანკო პროდუქტების  შეთავაზებას დაასრულებს და  ბაზარზე სრული  ანშლაგით შესვლის შემდეგ, დაპირებების შესრულებას დატვირთული საშემოდგომო კამპანიით გააგრძელებს, რომელიც საბანკო ბარათების, ფაქტორინგის და გარანტიების შეთავაზებასაც გულისხმობს.

ყოფილმა მისომ საბანკო სექტორში  პირველი ნაბიჯი თებერვალში გადადგა, მაშინ, როცა მიკრობანკის ლიცენზია მიიღო, თუმცა სერვისების და პროდუქტების დანერგვაზე მუშაობა გაცილებით ადრე  დაიწყო, რომ სასტარტო პოზიციაზე  სრულად მომზადებული წარმოდგენილიყო.

რას ნიშნავს „კრისტალისთვის“ ახალ მოედანზე გასვლა. მიკრობანკის  სტატუსი კომპანიას  ერთის მხრივ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს მომხმარებლის და მარეგულირებლის წინაშე, თუმცა მეორეს მხრივ, უფრო მეტ შესაძლებლობებს უჩენს როგორც კრისტალს, ასევე მის მომხმარებლებს და პარტნიორებს. 

„კრისტალის“ კომერციული დირექტორი მელანია კუჭუხიძე  ბაზარზე შესვლის სტრატეგის მთავარ ხაზზე ამახვილებს ყურადღებას. ყოველი შეთავაზებისას კრისტალის გუნდი  ფოკუსირდება  მომხარებლის ინტერესებზე, რომ  ყველა პროდუქტი  მათ  საჭიროებებს მაქსიმალურად  მოარგოს.

ამიტომაც, ამ ეტაპზე კომპანიამ ანაბრის შეთავაზებისას სარგებელი მიიჩნიეს პრიორიტეტულად. მელანია კუჭიხიძე ხაზს უსვამს 3 მთავარ პრიორიტეტს, რომელსაც მომხმარებელი არჩევანის გაკეთებისას უპირატესობას ანიჭებს: მაღალი განაკვეთი, ბაზარზე დამკვიდრებული ტრადიციული საბანკო პროდუქტისთვის 3 -დან  №1-ია კრიტერიუმია,  №2  კომპანიის სანდოობაა, №3  კი ხელმისაწვდობომა. „კრისტალი“ სამივე კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.

მიკრობანკის  შეთავაზებული საპროცენტო სარგებელი (14%), ბაზარზე ოფიციალურად გამოცხადებულ ფასებზე 2.5% 3%-ით მეტია და ანაბრებზე ეს პირობები, აქციის სახით, აგვისტომდე იმოქმედებს, თუმცა აგვისტოს შემდეგაც კრისტალი  საბაზროზე მაღალი განაკვეთებს კვლავ შეინარჩუნებს.

მაღალსარგებლიანი დეპოზიტი „კრისტალში“ 100 -დან 30 000 ლარამდეა.  იგივე საპროცენტო განაკვეთი აქვს საინვესტიციო პროდუქტ „მონეტას“, რომელიც 100 000 ლარიდან  შეუზღუდავი მოცულობით განისაზღვრება და რომელიც „კრისტალის“ ერთგვარ სავიზიტო პროდუქტად ჩამოყალიბდა.

ბანკის კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ  დაბალ/საშუალო და მაღალ შემოსავლიანი სეგმენტისთვის იდენტური განაკვეთის დაწესებაც ბაზარზე შესვლის ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რაც ყველა მომხმარებლისთვის თანაბარ პირობებში პოზიციონირების შესაძლებლობას ქმნის.

დეპოზიტების მოზიდვა ემსახურება საბოლოო  მიზანს: საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას, რაც ბანკისთვის საკრედიტო რესურსის გაიაფებით იწყება.  მიკრობანკად ტრანსფორმაციაც კრისტალს  პირველ რიგში დაფინანსების სტრუქტურის შეცვლისთვის ესაჭიროებოდა. საშემოდგომოდ, მიკრობანკი გეგმას ობლიგაციების ემისიასაც.

„კრისტალმა“ მაღალი ნდობის გამყარებაზეც  მიკრო ბანკად  ტრანსფორმაციამდე იზრუნა და აირჩია ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია Fitch, რომელმაც კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) ‘B’ სტაბილურად  ფასდება.

კომპანიამ მაღალი რეიტინგი  პარამეტრებით, მომგებიანობის, აქტივების ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებით და კაპიტალის ოპტიმალური მართვის ნიშნით დაიმსახურა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ მიღებული მიკრობანკის ლიცენზია რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესების პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის.

„კრისტალი“ საბანკო ბაზარზე შესვლისთანავე ძირითადი პარამეტრებით, აღმოჩნდა უმსხვილესი ბანკების გვერდით, რომლებსაც ოპერირების 20-30 წლიანი სტაჟი აქვთ. კომერციულმა დირექტორმაც აღნიშნა, რომ დიდი ტრანსფორმაციის მიუხედავად მაღალი პარამეტრები შენარჩუნდა, რაც საფინანსო ინსტიტუტის სიჯანსაღეზე და სტაბილურობაზე მიანიშნებს.

კრისტალი კაპიტალზე  მომგებიანობის კოეფიციენტით (ROE) მსხვილაქტივებიანი ბანკების TOP-7 -შია, ივნისის მდგომარეობით.

 

01.06.2025

აქტივები

608 166 000

სესხები

571 833 000

შემოსავალი (სა%)

68 533 000

.სესხებიდან

61 843 000

.კაპიტალი

100 197 000

წმინდა მოგება 

6 240 000

 

ლარი

ROE

15.31%