თბილისი (GBC) – ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის სისტემაში ნავთობის მიწოდების გაზრდის საკითხზე ყაზახეთმა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში ოთხშაბათს განაცხადეს, წერს სააგენტო REUTERS.

უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა მოცულობამდე აპირებს ყაზახეთი ნავთობის მიწოდების მოცულობის გაზრდას.

2022 წელს ყაზმუნაიგაზმა და აზერბაიჯანულმა SOCAR 5–წლიანი შეთანხმება გააფორმეს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გავლით ყოველწლიურად 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე ყაზახეთის თენგიზის საბადოდან.

გასულ წელს ნავთობის სატრანსპორტო კომპანიამ ყაზტრანსოილმა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის სისტემაში ჩატვირთული ნავთობის მოცულობა გაახუთმაგა – 1,4 მლნ ტონამდე.

მიმდინარე წელს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთი 1,5 მლნ ტ. ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს.