თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 632 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტი) 8 654.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტი).
ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1% მოდის თბილისზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - კახეთის რეგიონზე და 7.8% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5% მოდის თბილისზე, 13.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2% - კახეთის რეგიონზე და 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე.
