თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $24,17 მლრდ–ს შეადგენს, რაც $0,8 მლრდ–ით მეტია საანგარიშო წლის მესამე კვარტალის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ($23,37 მლრდ).

საგარეო ვალის 35,8% ($8,66) სამთავრობო სექტორზე მოდის. მათ შორის მოკლევადიანი ვალდებულებების მოცულობა მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის $116,3 მლნ–ს შეადგენდა, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა $8,54 მლრდ იყო.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის 30% ბანკებზე მოდის ($7,26 მლრდ). აქედან თითქმის ნახევარი – $3,27 მლრდ მოკლევადიანი ვალდებულებაა, ხოლო $3,99 – გრძელვადიანი

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მხოლოდ 3,6% მოდის საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც ფულად გამოსახულებაში $874,1 მლნ–ს შეადგენს. ამ ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გრძელვადიანია.

სხვა სექტორების საგარეო ვალი $4,64 მლრდ–ს უდრის, საიდანაც $1,6 მლრდ მოკლევადიანი, ხოლო $3,95 მლრდ – გრძელვადიანი.