თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის მიერ (LFG /ყოფილი BOGG) 2024 წლის საბოლოო დივიდენდის გაცემაზე ინვესტორებმა 100%-იანი თანხმობა განაცხადეს.

დივიდენდის განაწილებას 32,816,826 აქციით, ინვესტორთა 100%-მა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ LFG 2024 ფინანსური წლის საბოლოო დივიდენდს – ერთ ჩვეულებრივ აქციაზე ₾5.62-ს გადაიხდის, რომელსაც ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში არსებული სავალუტო კურსის მიხედვით აანაზღაურებს.

აქციონერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება 16 ივნისს საერთო ყოველწლიურ კრებაზე (AGM) მიიღეს.

ექს-დივიდენდის თარიღად (Ex-Dividend Date) 2025 წლის 3 ივლისია განსაზღვრული, ჩანაწერის თარიღად (Record Date) 4 ივლისი, კონვერტაციის თარიღად ასევე 4 ივლისი, ხოლო გადახდის თარიღად 18 ივლისი.

დივიდენდის გაცემისას გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საშუალო გაცვლითი კურსი ₾/£  30 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდისთვის.

შეგახსენებთ, ჯგუფმა შუალედური დივიდენდის სახით, გასული წლის 11 ოქტომბერს თითო აქციაზე ₾3.38 გადაიხადა.